Saturday, October 11, 2014

მ ე რ ვ ე დ ღ ე

   
     ერთკვირიანი შესვენების შემდეგ კვლავ შევიკრიბეთ და განვაახლეთ მუშაობა ტრენინგზე, დღეს გავეცანით დიფერენცირებული სწავლების რესურსებს, შევქმენით სკაფოლდინგის ნიმუშები,  შევავსეთ პროექტის გეგმაში დიფერენცირებული სწავლება.

Sunday, October 5, 2014

მე-7 დღე

ვაგრძელებთ მუშაობას საინტერესო და საკმაოდ შრომატევად ტრენინგზე.  ყოველი მომდევნო დღე წინაზე  საინტერესოა. დღეს  დავამზადეთ მოსწავლის  ნამუშევრის შეფასების რუბრიკები,  ასევე თვითშეფასების რუბრიკები. შთამბეჭდავი იყო სამუშაო დღის მეორე ნახევარი. სტუმრად გვეწვია მინისტრის მოადგილე, გაგვამხნევა და მორიგ სიახლეებსაც დაგვპირდა. . . :)

Saturday, October 4, 2014

         
                         მ  ე  ე  ქ  ვ  ს  ე    დ  ღ  ე

ყველაზე საინტერესო დღე გამოდგა. :) ვისწავლეთ ბლოგზე ფონის შეცვლა, სათაურის შეცვლა-შესწორება. გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. შევქმენით მოსწავლის პროექტის ნიმუში... ველოდებით ხვალინდელ დღეს. ტრენინგს ხვალ მასწავლებელთა სახლში ვაგრძელებთ.... სამინისტროს მესვეურთა ზედამხედველობით.... ხვალ მასწავლებლის დღე ყოფილა. :(

Sunday, September 21, 2014

მ ე ს ა მ ე დ ღ ე


   როგორც ვვარაუდობდი, დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და შრომატევადი იყო. მოვძებნეთ ესგ და შევინახეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიოში. გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და შესაბამის ლექსიკას და განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას. მათი გამოყენებით დავასრულეთ მშობლის ბუკლეტზე მუშაობა. ვისწავლეთ დაზიპვა და პორტფოლიოს გადაგზავნა მეილზე. ჩავინიშნეთ საშინაო დავალება და ერთი კვირით დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

Saturday, September 20, 2014

მ ე ო რ ე დ ღ ე

 
ტრენინგის მეორე დღეს გავიმეორეთ წინა დღეს ნასწავლი მასალა. ვისწავლეთ ბლოგზე პოსტის გამოქვეყნება, აგრეთვე სხვის ბლოგზე კომენტარის გამოქვეყნება. ვიმუშავეთ პირველი მოდულის მეორე ნაწილზე. შემდეგ ყველამ წარმოვადგინეთ საშინაო დავალება და განვიხილეთ ჩვენი პროექტები, რომლებზედაც შემდეგში მუშაობას განვახორციელებთ კლასში, მოსწავლეებთან. დავიწყეთ მშობლის ბუკლეტზე მუშაობა, ინტერნეტიდან მოვიძიეთ სურათები და ჩავსვით ჩვენს ბუკლეტში, რომელიც შევინახეთ პროექტის პორტფოლიოში.